ლევან კობერიძე რომან გოცირიძეს ეკონომიკურ პარამეტრებზე საუბარს არ ურჩევს

უმრავლესობის წევრი, ლევან კობერიძე „ნაციონალური მოძრაობის” წევრის, რომან გოცირიძის განცხადებას გამოეხმაურა. როგორც მან აღნიშნა, გოცირიძის ადგილას ეკონომიკურ პარამეტრებზე არ ისაუბრებდა, რადგან მას თავზე გადაახიეს ეროვნული ბანკი.

„საერთოდ არ ვილაპარაკებდი თქვენს ადგილას ეკონომიკურ პარამეტრებზე, თავზე გადაგახიეს ეროვნული ბანკი”, – განაცხადა უმრავლესობის წევრმა.

კობერიძის თქმით, წინა ხელისუფლების მოღვაწეობის შედეგი იყო მაღალი უმუშევრობა, სიღარიბე და „ქართულ ოცნებას“ ეკონომიკა ჩამოშლილი სტრუქტურით დახვდა. კობერიძემ საქართველოს ეკონომიკის განვითარებაში პრემიერის წვლილზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ სწორედ „კვირიკაშვილის ეფექტს” უკავშირდება ქვეყნის მიმართ საერთაშორისო ნდობის გაზრდა.

2018 წლის ბიუჯეტის პროექტის განხილვას დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე დებატები მოჰყვა. რომან გოცირიძემ დოკუმენტს „სიღარიბის ბიუჯეტი” უწოდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები