სადახლოსა და ლაგოდეხში 7340 ღერი არადეკლარირებული სიგარეტი აღმოაჩინეს

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრების მიერ 7340 ღერი არადეკლარირებული სიგარეტის საზღვარზე უკანონოდ შემოტანის 2 ფაქტი აღიკვეთა საბაჟო გამშვებ პუნქტებში: ,,სადახლო -საავტომობილო“ და ,,ლაგოდეხი“.

კერძოდ, 9 ოქტომბერს, სგპ სადახლოზე, არადეკლარირებული საქონელი (6200 ღერი სიგარეტი და 52,900 კგ. სხვადასხვა დასახელების ყავა) სომხეთის მოქალაქის, ჰ.ჰ-ს მართვის ქვეშ არსებული ავტომობილის დათვალიერებისას გამოვლინდა. შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 289 მუხლის მე-14 ნაწილის შესაბამისად, სამართალდამრღვევ მოქალაქეს ჩამოერთვა არადეკლარირებული საქონელი, სატრანსპორტო საშუალება და ფულადი ჯარიმა, ათასი ლარის ოდენობით, შეეფარდა.
არადეკლარირებული საქონლის ( 11 ლიტრი არაყი და 1140 ღერი სიგარეტი) უკანონოდ შემოტანის ფაქტი, 10 ოქტომბერს სგპ ლაგოდეხშიც აღიკვეთა. კანონდამრღვევ მოქალაქეს, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 289 მუხლის მე-14 ნაწილის შესაბამისად, არადეკლარირებული საქონელი ჩამოერთვა და ფულადი ჯარიმა, ათასი ლარის ოდენობით, შეეფარდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები