მეუფე ექვთიმე ლეჟავას მღვდელმსახურების უფლება აღუდგა

სინოდის გადაწყვეტილებით, გურჯაანისა და ველისციხის მთავარეპისკოპოსს მეუფე ექვთიმე ლეჟავას მღვდელმსახურების უფლება აღუდგა. სინოდის დღევანდელი სხდომაზე განხილული საკითხების შესახებ რუსთავის მიტროპოლიტმა მეუფე იოანე გამრეკელმა ისაუბრა.
„დღევანდელ სინოდის სხდომაზე რამდენიმე საკითხი განვიხილეთ. ეს იყო მეუფე ექვთიმესთვის მღვდელმსახურების აღდგენა, სასამართლომ დაადგინა, რომ ის უდანაშაულო იყო”,- აღნიშნა იოანე გამრეკელმა. მეუფე ექვთიმეს მღვდელმსახურება ავტოავარიაში მონაწილეობის ბრალდების გამო ჰქონდა შეჩერებული.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები