აკურის საჯარო სკოლის რეაბილიტაციის დროს იატაკი ჩაინგრა

თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ აკურის საჯარო სკოლის რეაბილიტაციის დროს იატაკი ჩაინგრა, რის შედეგადაც მუშა დაშავდა.

შემთხვევა დღეს მოხდა. მამაკაცმა ხერხემლის დაზიანება მიიღო. ის სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ თელავის რაიონულ საავადმყოფოში გადაიყვანა.

როგორც „კვირას“ შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურში განუცხადეს, გამოძიება 240-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც  სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები