მიტროპოლიტი იოანე: საპატრიარქომ გიორგი მამალაძის საქმე ეკლესიის კანონების მიხედვით უნდა განიხილოს

რუსთავის მიტროპოლიტმა, იოანე გამრეკელმა, დეკანოზ გიორგი მამალაძის საქმესთან დაკავშირებით, სინოდის სხდომის დასრულების შემდეგ ისაუბრა და აღნიშნა, რომ ამასთან დაკავშირებით საქმის საეკლესიო შესწავლა მოხდება.

როგორც მიტროპოლიტმა იოანემ აღნიშნა, საპატრიარქო სასამართლო პროცესის დასრულებას ელოდებოდა. მისივე თქმით, ეკლესიას თავისი სამართალი აქვს, რაც ისტორიულად არის ცნობილი.

„რადგან სასამართლო მამა გიორგისთან დაკავშირებით დასრულდა და განაჩენი გამოტანილია, საპატრიარქომ, ეკლესიის კანონების მიხედვით, უნდა განიხილოს საკითხი. ეკლესიას აქვს თავის სამართალი, რჯულის კანონი, სადაც განხილულია ყველა ეს შემთხვევა, რაც ისტორიულად არის ცნობილი. სწორედ ამ გამოცდილების საფუძველზე მოხდება განხილვა. საუბარია მისი მღვდელმსახურების გაგრძელების თუ შეჩერების, ზიარებისა და სხვა საკითხებზე”, – განაცხადა მიტროპოლიტმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები