საკრებულოს შენობასთან აქციაზე დაკავებული ყველა პირი გათავისუფლდა

საკრებულოს შენობასთან „ნაციონალური მოძრაობის” აქციაზე დაკავებული კიდევ 11 წევრის, მათ შორის ვაკის მაჟორიტარობის კანდიდატის კოტე იოსელიანის სასამართლო პროცესი 17 ოქტომბრამდე გადაიდო.
სასამართლო პროცესი სასამართლოსთვის დამატებითი მტკიცებულებების წარდგენის მოტივით გადაიდო.
როგორც სასამართლო დარბაზიდან გათავისუფლებული „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები აცხადებენ, მათი დაკავება უკანონოდ მოხდა და პოლიციამ ძალას გადაამეტა.
შეგახსენებთ, რომ მანამდე, სასამართლომ მომდევნო სხდომამდე „ნაცმოძრაობის“ კიდევ სამი წევრის გათავისუფლების გადაწყვეტილება მიიღო.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები