გოგა ხაინდრავა: დაჯილდოების საბუთებით დასტურდება კაპიტან გიგაურის თანამონაწილეობა 7 ნოემბრის აქციაში

​თბილისის საქალაქო სასამართლოში ხვალ შედგება სასამართლო პროცესი, სადაც კაპიტანი გიგაური იმის გამო მიჩივის, რომ თურმე, ჩემი განცხადებებით მას ღირსება და პატივი ავყარე, – ამის შესახებ ჟურნალისტებს რეჟისორმა, გოგა ხაინდრავამ განუცხადა.

რეჟისორმა გოგა ხაინდრავამ, ხვალ საქალაქო სასამართლოში ჩანიშნულ სასამართლოს შესახებ, მედიის წარმომადგენლებთან ისაუბრა და განაცხადა, რომ კაპიტანი გიგაური მას იმის გამო უჩივის, რომ თურმე, მისი განცხადებებით, ღირსება და პატივი აყარა. როგორც ხაინდარავამ აღნიშნა, ეკა გიგაური აღშფოთებულია მისი იმ განცხადებით, რომ გიგაურმა რიგგარეშე კაპიტნის წოდება ივანე მერაბიშვილისგან მიიღო.
„ჩემი ვარაუდით, დაჯილდოების საბუთებით, რომელიც ხელთ გვაქვს და რომლითაც ასევე დაჯილდოვდნენ სპეცდანიშნულების რაზმის წევრები, დასტურდება გიგაურის თანამონაწილეობა 7 ნოემბრის აქციაში. კაპიტან გიგაურს კიდევ ერთხელ მოვუწოდებ, გამობრძანდეს და საქართველოს მოახსენოს, რისთვის მიიღო ვანო მერაბიშვილისგან ჯილდო”,- განაცხადა გოგა ხაინდარავამ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები