საპატრიარქოში წმინდა სინოდის სხდომა დასრულდა – უცნობია რა საკითხებზე იმსჯელეს წევრებმა

საპატრიარქოში წმინდა სინოდის სხდომა დასრულდა. მღვდელმთავრებმა საპატრიარქოს შენობა დატოვეს, თუმცა უცნობია რა საკითხებზე იმსჯელეს წმინდა სინოდის წევრებმა.

დღევანდელ სხდომას 47 მღვდელმთავარი ესწრებოდა. დღის წესრიგში შეტანილი საკითხები საზოგადოებისთვის უცნობი იყო, თუმცა, გავრცელებული ინფორმაციით, შესაძლოა დღევანდელ შეკრებაზე მეუფე პეტრეს საკითხიც დამდგარიყო.

შეგახსენებთ, რომ მეუფე პეტრე საპატრიარქოში შესვლამდე არ გამორიცხავდა, რომ შესაძლო იყო, სხდომაზე მისთვის სასჯელის დადების საკითხის განხილვა მომხდარიყო. სავარაუდოდ, სინოდის სხდომის განჩინების შესახებ განცხადებას მეუფე გრიგოლი გააკეთებს, რომელიც სხდომის მდივანი იყო.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები