„ქართულ მხარეს ვალდებულებები შესრულებული აქვს და პროცესის დაჩქარებისთვის საჭიროა რუსული მხარის შემხვედრი ნაბიჯები”
რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის, გრიგორი კარასინის განცხადებას შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრი, ქეთევან ციხელაშვილი გამოეხმაურა.
როგორც ჟურნალისტებს მან თემაზე საუბრისას განუცხადა, ქართული მხარე შვეიცარიულ მხარესთან პირნათელია და შემხვედრი ნაბიჯების გადადგმაა საჭირო სწორედ რუსეთის მხრიდან.
„ვადასტურებ, რომ ქართულ მხარეს ვალდებულებები აქვს შესრულებული და პროცესის დაჩქარებისთვის საჭიროა რუსული მხარის შემხვედრი ნაბიჯები, გაფორმებული მემორანდუმის შეთანხმების ფარგლებში და იმ პირობების დაცვით, რომელიც მხარეებს შორის 2011 წელს გაფორმდა”, -განაცხადა სახელმწიფო მინისტრმა.
რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გრიგორი კარასინი „საქართველოს მოუწოდებს, შეასრულოს 2011 წლის შეთანხმება ვაჭრობის მონიტორინგის შესახებ”.