„ლადო ჭანტურიას სახით, საქართველოს ძალიან ღირსეული წარმომადგენელი ეყოლება ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში”

„ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ  შთამბეჭდავი  ხმის  უმრავლესობით, ლადო ჭანტურია ევროპული სასამართლოს მოსამართლედ აირჩია“,- ამის შესახებ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ეკა ბესელიამ განაცხადა, რომელიც სტრასბურგში ვიზიტით იმყოფება.

„ლადო ჭანტურიას სახით, საქართველოს ძალიან ღირსეული წარმომადგენელი ეყოლება ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში. საპარლამენტო ასამბლეამ, მართლაც შთამბეჭდავი ხმის უმრავლესობით აირჩია ის სტრასბურგის სასამართლოს მოსამართლედ”, – აღნიშნა ეკა ბესელიამ, რომელიც საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაციის შემადგენლობაში ,ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის საშემოდგომო სესიის მუშაობაში მონაწილეობას იღებს.

იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, რომელიც იმავდროულად სტრასბურგის მოსამართლეთა არჩევის კომიტეტის ძირითადი წევრია, 29 სექტემბერს ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში მოსამართლეთა არჩევის კომიტეტის სხდომაში მონაწილეობა მიიღო, სადაც საქართველოდან წარდგენილი კანდიდატების მოსმენა გაიმართა.

გუშინ, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ საქართველოდან ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მოსამართლედ ლადო ჭანტურია აირჩია. მის კანდიდატურას საპარლამენტო ასამბლეის 120-მა წევრმა დაუჭირა მხარი.

ევროპულ სასამართლოში მოსამართლეობის კანდიდატებად საქართველოდან წარდგენილი იყვნენ: ლადო ჭანტურია, ლალი ფაფიაშვილი და ოთარ სიჭინავა.

„ჩვენ გვყავდა ღირსეული კანდიდატები. ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ აირჩია ბატონი ჭანტურია ხმათა უმრავლესობით. ვულოცავ ჩვენს ქვეყანას და პირადად ბატონ ლადო ჭანტურიას”, – განაცხადა ეკა ბესელიამ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები