თინა ბოკუჩავა სასამართლოსთან ეუთო-ს დამკვირვებლებთან ერთად მივიდა – აქციაზე დაკავებულები გაათავისუფლეს

​ საკრებულოს შენობასთან „ნაციონალური მოძრაობის” აქციაზე დაკავებული სამი პირი: სოსო გურული, ზურაბ ბერიაშვილი და პაატა დევიძე მომდევნო სასამართლო სხდომის გამართვამდე დარბაზიდან გაათავისუფლეს.
მოსამართლემ სხდომა დაკავებულების მიერ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენის დამადასტურებელი მტკიცებულებების წარდგენის მოტივით გადადო.
მომდევნო სასამართლო პროცესი 17 ოქტომბერსაა ჩანიშნული.
ამასთან, სასამართლოში თინა ბოკუჩავა ეუთო-ს ODIHR-ის სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლებთან ერთად მივიდა.
მისივე თქმით, ეუთო-ს მისიის წევრები სხდომის მონიტორინგს განახორციელებენ. ადმინისტაციული წესით დაკავებული დანარჩენი პირების სხდომა ჯერ არ ჩანიშნულა.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, თბილისის საკრებულოსთან გუშინ გამართულ აქციაზე 8 პირი დააკავეს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები