შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტს დიდი ბრიტანეთის ელჩი ეწვია

შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტს დიდი ბრიტანეთის სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში, ჯასტინ მაკენზ სმიტი ეწვია. ელჩი უნივერსიტეტის რექტორს, ილიას ჩილოღლუს ესაუბრა და შემდგომ სტუდენტებთან შეხვედრა ჩაატარა. სტუდენტებთან შეხვედრისას მან ევროპაში მიმდინარე პროცესებზე და ქვეყნის საგარეო პოლიტიკაზე ისაუბრა.  ჯასტინმა  ბრექსიტის დადებით და უარყოფით მხარეებზეც ისაუბრა და ყურადღება ბრიტანეთის ეკონომიკისთვის მის მნიშვნელობაზე გაამახვილა. სტუდენტებთან საუბრისას მან  ასევე ხაზი გაუსვა, რომ ბრიტანეთი მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას.

შეხვედრის პარალელურად, ტელეკომპანია „ იბერიისთვის” სატელევიზიო გადაცემა მომზადდა.

 

R

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები