დავით ნარმანია: ოპოზიცია საზღვრებს უკვე დიდი ხანია გაცდა და ამას საზოგადოება სწორად აფასებს

„პარლამენტის ზოგიერთი ოპოზიციონერი დეპუტატის მხრიდან ბოლო პერიოდში შეინიშნება აგრესია და ძალის გადამეტება, რაც ხშირ შემთხვევაში სხვადასხვა ადმინისტრაციულ დარღვევასა და სხდომების ჩაშლაში გამოიხატება”, – ასე გამოეხმაურა თბილისის მერი დავით ნარმანია თბილისის საკრებულოსთან გამართულ აქციასთან დაკავშირებით დასმულ კითხვას.
მისივე თქმით, საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ალიბეგაშვილი სწორად მოიქცა, როდესაც საკრებულოს დღევანდელ სხდომაზე არ შეუშვა ის ადამიანები, რომლებიც რამდენიმე დღეა აანონსებენ საკრებულოს საქმიანობისთვის ხელის შეშლას.
„კანონი, პირველ რიგში, ოპოზიციას არ აძლევს ასე მოქცევის საშუალებას, როგორც იქცეოდნენ დღეს. სიტყვასა და გამოხატვას აქვს თავისი საზღვრები და როცა გაქვს პრეტენზია იმისა, რომ ხარ დეპუტატი და ხალხის რჩეული და როდესაც იმყოფები დარბაზში, იქ უნდა მოიქცე ღირსეულად. ოპოზიცია საზღვრებს უკვე დიდი ხანია გაცდა და ამას საზოგადოება სწორად აფასებს“, – განაცხადა დავით ნარმანიამ.a

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები