საკრებულოს სხდომაზე დღის წესრიგით წარმოდგენილი საკითხები განიხილეს
თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოში სხდომა გაიმართა, რომელზეც დეპუტატებმა დღის წესრიგით გათვალისწინებულ საკითხებზე იმსჯელეს.
საკრებულოს წევრებმა სხდომაზე თბილისში რამდენიმე მიწის ნაკვეთის პირდაპირი განკარგვის წესით სარგებლობის უფლება და იჯარის ფორმით პრივატიზების საკითხები განიხილეს. საკითხს დადებითი რეკომენდაცია მისცეს და თბილისის მუნიციპალიტეტის განკარგულებებში შესაბამისი ცვლილებების განხორციელებას მხარი დაუჭირეს.
დღესვე, დეპუტატების გადაწყვეტილებით, განაშენიანების რეგულირების გეგმის გეგმარებითი დავალების რამდენიმე პროექტი დამტკიცდა.
წარმომადგენლობითი ორგანოს სხდომაზე, თბილისში მდებარე რამდენიმე ქუჩასა და ჩიხს, ახალი სახელები მიენიჭა, რომლის თაობაზეც ინფორმაცია სახელდებისა და სიმბოლიკის კომისიის თავმჯდომარემ ლია ჯახველაძემ წარმოადგინა.
საკრებულოს სხდომას დედაქალაქის მერიის საქალაქო სამსახურებისა და სახალხო დამცველის აპარატის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.