როგორ მოეწყობა თაბორის მთის და პუშკინის სკვერის მიმდებარე ტერიტორიები – ვიდეორგოლი პროექტების შესახებ (ვიდეო)
„გაიგეთ სიმართლე თაბორისა და პუშკინის სკვერის მიმდებარე პროექტების შესახებ“, – ამ სათაურით „საქართველოს თანაინვესტირების ფონდი” სოციალურ მედიაში ვიდეორგოლს ავრცელებს.
ვიდეოში ნაჩვენებია თავისუფლების მოედანზე მშენებარე 7 ვარსკვლავიანი სასტუმროს წითელ ხაზებში უკვე არსებული 80 ავტოსადგომი და ასევე 1 000 000 ლარის საინვესტიციო ვალდებულებით გადასაცემი ტერიტორიის მიწისქვეშ, მინიმუმ, 30 ავტოსადგომის მოწყობის პერსპექტივა, ჯამურად 160 ავტოსადგომით. ამას გარდა, ვიდეოში აღწერილია თაბორის რეკრეაციული პროექტი, რომლის ჯამური საინვესტიციო მოცულობა $60 000 000 შეადგენს, თაბორის პროექტი ყველაზე დიდი სარეკრეაციო და მწვანე სივრცე იქნება ქალაქში, რომელიც ბოტანიკური ბაღისგან 50მ სიმაღლის კლდით არის გამიჯნული. როგორც ვიდეორგოლშია აღნიშნული, 40 ჰექტარ სარეკრეაციო ტერიტორიას სასიცოცხლოდ ესაჭიროება სარწყავი სისტემა და მწვანე საფარის მოსავლელი ინფრასტრუქტურა, ზემო აღნიშნულიდან გამომდინარე, ფონდი საბაზრო ფასად 4433-მ2 ტერიტორიას შეიძენს.