უკრაინის დედაქალაქში “თბილისობა” აღნიშნეს

უკრაინის დედაქალაქში „თბილისობის” დღესასწაული აღნიშნეს.  ღონისძიება საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა უკრაინაში გელა დუმბაძემ კიევის ცენტრში, ანდრეევსკის დაღმარათზე, საზეიმოდ  გახსნა.

გელა დუმბაძემ და კიევის მერიის წარმომადგენელმა მრავალრიცხოვან დამსწრე საზოგადოებას მისასალმებელი სიტყვით მიმართეს. საკონცერტო პროგრამაში მონაწილეობა  ცნობილმა ქართულმა მუსიკალურმა ანსამბლმა “ალილომ” და უკრაინის საზოგადოებრივი გაერთიანების “გეორგიას“  შემოქმედებითმა კოლექტივმა მიიღეს.

ღონისძიების ფარგლებში  მრავალფეროვანი კულტურული პროგრამა იქნა წარმოდგენილი. კიევის ივანე კავალერიძის მუზეუმში თანამედროვე ქართველი მხატვრის დავით ავალიანის ნამუშევრების გამოფენა, ასევე ქართველი ხელოვანების ნათია დოლიძისა და ეკა ჯაფარიძის ხელნაკეთი ნივთებისა და ბატიკის ნამუშევრების გამოფენა-გაყიდვა გაიმართა.

ღონისძიების მონაწილეებს საშუალება ჰქონდათ ქართული ღვინის კომპანიების მიერ ორგანიზებულ დეგუსტაციაში მონაწილეობა მიეღოთ და ქართული სამზარეულო დაეგემოვნებინათ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები