ირაკლი კობახიძე პრეზიდენტს ხვალ რიგგარეშე სხდომის მოწვევის მიზნით მიმართავს

პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილს 13 ოქტომბერს რიგგარეშე სხდომის მოწვევის მიზნით მიმართავს.
როგორც კობახიძემ ბიუროს დღევანდელ სხდომაზე აღნიშნა, პრეზიდენტს მიმართვას ხვალ, 11:00 საათზე გაუგზავნის.
მისივე თქმით, საკანონმდებლო ორგანო პარასკევის სხდომაზე საკონსტიტუციო ცვლილებებზე პრეზიდენტის მოტივირებულ შენიშვნებზე იმსჯელებს.
შეგახსენებთ, რომ პრეზიდენტმა საკონსტიტუციო ცვლილებებს ვეტო გუშინ დაადო, ვეტოს გადალახვას 76 დეპუტატის ხმა სჭირდება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები