შალვა ოგბაიძე: საკრებულო ფიზიკური დაპირისპირების ადგილი არ არის
,,თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულო ფიზიკური დაპირისპირების ადგილი არ არის’’,- ამის შესახებ განცხადება საკრებულოს წევრმა, შალვა ოგბაიძემ გააკეთა.
„საკრებულო არგუმენტებით ჭიდილის ადგილია და არა ფიზიკური დაპირისპირების, როგორც ეს მარტივ მამრავლებად დაშლილმა პარტიამ დააანონსა“, – განაცხადა დეპუტატმა.
მისივე თქმით, საკრებულოს თავმჯდომარის განცხადება, ეს მისი დისკრეციაა.
„საკრებულოს სხდომას ყველა მედიასაშუალების წარმომადგენელი დაესწრება, რათა ჩვენმა თანამოქალაქეებმა სხდომის მიმდინარეობის თაობაზე სრული ინფორმაცია მიიღონ’’,- აღნიშნა შალვა ოგბაიძემ.