თბილისის საკრებულოსთან „ნაციონალური მოძრაობის” მიტინგია დაგეგმილი

დედაქალაქის საკრებულოსთან „ნაციონალური მოძრაობის” მიტინგია დაგეგმილი, რის გამოც, ადგილზე პოლიციაა მობილიზებული.
ოპოზიციის დაანონსებული აქცია დღეს საკრებულოს კომისიებისა და საკრებულოს სხდომას უკავშირდება, რომელზეც სხვადასხვა საკითხებთან ერთად ერთ-ერთი მთავარი საკითხი თაბორის მთაზე 5 ათასი კვადრატული მეტრის და პუშკინის სკვერის მიმდებარედ 1900 კვადრატული მეტრის სტატუსშეცვლილი ტერიტორიების კონკრეტული კომპანიებისთვის გადაცემაზე უნდა იმსჯელონ. საკრებულოს სხდომა 16:00 საათზეა ჩანიშნული, კომისიები კი მსჯელობას 10:30 საათიდან დაიწყებენ.
შეგახსენებთ, რომ საკრებულომ ორ ტერიტორიას ზონალური სტატუსი გასულ კვირას შეუცვალა. პუშკინის სკვერის მიმდებარედ, 1900 კვადრატულ მეტრზე მიწისქვეშა პარკინგის ასაშენებლად, თაბორის მთაზე 5000 კვადრატულ მეტრზე კი რეკრეაციული ზონის მოსარწყავად საჭირო საირიგაციო სისტემის განსათავსებლად. ამ ცვლილებას ოპოზიცია აპროტესტებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები