ლაშა კილაძე: არ არსებობს უვნებელი და გემრიელი ნარკოტიკი

ნარკომანია არის სოციალური ეპიდემია ამერიკის შეერთებულ შტატებში,- ამის შესახებ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე ფსიქიკური ჯანმრთელობისა და ნარკომანიის პრევენციის ცენტრის ხელმძღვანელმა, ლაშა კილაძემ განაცხადა.
ლაშა კილაძე თვლის, რომ დღეს ნარკობაზარი ბევრად უფრო გაჯერებულია სხვადასხვა ტიპის ნარკოტიკით, ვიდრე ეს შარშან იყო. კილაძის ინფორმაციით, სამკურნალოდ მიმართვიანობაც მკვეთრად გაზრდილია.
„სრულყოფილი სტატისტიკა დღეს საქართველოში არ არის ნარკოტიკის მოხმარებასთან დაკავშირებით, ხშირ შემთხვევაში, გარდაცვალების მიზეზად, ოფიციალურად ფიქსირდება სხვა მოვლენა. არ არსებობს უვნებელი და გემრიელი ნარკოტიკი. ზედოზირებით გარდაცვალების რამდნიმე გახმაურებული შემთხვევა გვახსოვს. ვაწყდებით ახალი ნივთიერებების გამოჩენას ყოველ დღე. ახალი მოლეკულა ნარკოტიკში რამდენჯერმე აღემატება ძველს, ამიტომ, მომხმარებელმა შეიძლება ვერ განსაზღვროს თუ რა დოზით უნდა მიიღოს ნარკოტიკი. ეს შეიძლება იყოს ბიოსინთეზური ოპიუმი და სხვადასხვა ნივთიერება. ყველა ეს ნივთიერება რამდენიმე ათეულით ან ასეულით უფრო ტოქსიკურია, ვიდრე მანამდე არსებული ანალოგიური ნივთიერებები, ამიტომ რისკი არის ძალიან დიდი, უცნობი ნარკოტიკის მიღების დროს კი ეს რისკი უფრო ორმაგდება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები