თამარ ხულორდავა: ვაპირებთ, რომ დავარეგისტრიროთ ახალი საკონსტიტუციო ცვლილების ინიციატივა

„სავარაუდოდ, დავძლევთ ამ ვეტოს, უბრალოდ, კარგი იყო, რომ ეს ჩვენი შეთავაზება გათვალისწინებული ყოფილიყო, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, თამარ ხულორდავამ განაცხადა.
დეპუტატი პარლამენტის მიერ მიღებულ საკონსტიტუციო ცვლილებებზე პრეზიდენტის ვეტოს გამოეხმაურა.
„ჩვენ სავარაუდოდ, დავძლევთ ამ ვეტოს, უბრალოდ, კარგი იყო, რომ ეს ჩვენი შეთავაზება რომელიც გაჟღერდა პრეზიდენტთან, გათვალისწინებული ყოფილიყო. ჩვენ ვაპირებთ, რომ დავარეგისტრიროთ ახალი საკონსტიტუციო ცვლილების ინიციატივა და ამ პროცედურებსაც უმოკლეს ვადაში გავივლით, ამაზე გვაქვს გუნდში შიგნით შეთანხმება“, – განაცხადა თამარ ხულორდავამ. ინიციატივაში მოხვდება ბონუსების აკრძალვა და ბლოკების დაშვება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები