ლაშა კილაძე: ნარკომომხმარებელი ერთი თემაა და ნარკომანიით დაავადებული კიდევ სხვა პრობლემაა

ნარკომომხმარებელი ერთი თემაა და ნარკომანიით დაავადებული კიდევ სხვა პრობლემაა,- ამის შესახებ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე ფსიქიკური ჯანმრთელობისა და ნარკომანიის პრევენციის ცენტრის ხელმძღვანელმა, ლაშა კილაძემ განაცხადა.
ლაშა კილაძეს მიაჩნია, რომ ნარკომანიის წინააღმდეგ სახელმწიფომ აგრესიული პოლიტიკა უნდა გაატაროს, იგი წარმატებულად თვლის იმ კამპანიას, რომელიც ბიოსინთეტური ნარკოტიკის გავრცელების წინააღმდეგ იყო მიმართული.
„საქართველოში, საუბედუროდ, მოიმატა ნარკოტიკის გასაღებამ. ხელმისაწვდომობა, საუბედუროდ, მაღალია. ამიტომ ვამბობ, რომ აქტივობები ნარკომანიის წინააღმდეგ აუცილებელია და უნდა განხორციელდეს ერთიანი პროგრამა და პლატფორმა. დღეს ეს არის ძალიან დიდი გამოწვევა არა მარტო ჩვენთვის, არამედ მსოფლიოსთვის. უკანასკნელი მონაცემებით, ევროპის ძალიან ბევრ ქვეყანაში არის ზედოზირებით გარდაცვალების ფაქტების მომატება დაფიქსირებული. ნარკომომხმარებელი სხვა თემაა და ნარკომანიით დაავადებული კიდევ სხვა პრობლემა, როცა ამ ამოცანას ამოვხსნით, მაშინ ნარკომანიის წინააღმდეგ ბრძოლასაც შევძლებთ“, – განაცხადა ლაშა კილაძემ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები