ლაშა კილაძე: უნდა გაიმიჯნოს ნარკოტიკის გამსაღებლის და მომხმარებლის სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა

ჩემი აზრით, ნარკოტიკის გასაღება უნდა იყოს მკაცრად დასჯადი, ხოლო მომხმარებელი სისხლის სამართლის პასუხისმგებლობით არ უნდა ისჯებოდეს, – ამის შესახებ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე ფსიქიკური ჯანმრთელობისა და ნარკომანიის პრევენციის ცენტრის ხელმძღვანელმა, ლაშა კილაძემ განაცხადა.
ლაშა კილაძე ნარკოპოლიტიკის პროგრამების გადახედვაზე საუბრობს და თვლის, რომ სისტემა უნდა იყოს მოქნილი და მორგებული რეალობაზე.
„აუცილებელია პრევენციული და პროფილაქტიკური პროგრამების სახელმწიფო დონეზე განხორციელება, ჩვენ ვახორციელებთ პოლონურ მხარესთან ერთად პროგრამას, რომელიც ზუსტად ასეთ პრევენციას გულისხმობს, აქ ჩართულები იქნებიან კვალიფიციური და გადამზადებული ექსპერტები, ამ დროისთვის გათვალისწინებული უნდა იყოს ყველა რისკი, ასევე უნდა განისაზღვროს ნარკოტიკების დონე, რომლის შემდეგაც ხდება სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა. ჩემი აზრით, ნარკოტიკის გასაღება უნდა იყოს დასჯადი, თუმცა მოხმარება სისხლის სამართლის პასუხისიმგებლობით არ უნდა ისჯებოდეს“, -განაცხადა ლაშა კილაძემ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები