კომპანია ,,არემჯის“ დაფინანსებით ბოლნისზე წიგნი გამოიცა (ფოტოკოლაჟი)

8 ოქტომბერს, სახალხო დღესასწაული „ბოლნისქალაქობა 2017-ის” ფარგლებში, „არემჯის“ ფინანსური მხარდაჭერით, ბოლნისელი პეტრე დანელიას წიგნის – ,,ბოლნისი, კატერინენფელდი, ლუქსემბურგი, ბოლნისი“ პრეზენტაცია გაიმართა.

წიგნი სამი ნაწილისგან შედგება და ის ბოლნისის უძველეს ისტორიას, გერმანელი კოლონისტების ჩამოსახლების ამბავს, კატერინენფელდის დაარსების ისტორიას და დღევანდელი ბოლნისის შესახებ მოგვითხრობს.
პეტრე დანელია – წიგნის ავტორი:

-„აღნიშნული წიგნი იწყება ბოლნისის უძველესი ისტორიით, სადაც საუბარია პრექრისტიანულ საქართველოზე. ამ დროის ბოლნისის მდებარეობა, მისი კულტურა, განათლება. წიგნის შემდეგი ნაწილი ეთმობა გერმანელების ჩამოსახლებას, მათ დაფუძნებას, წეს-ჩვეულებებს და საქართველოდან მათი გადასახლების ეპიზოდით სრულდება. წიგნის დასკვნითი, მესამე ნაწილი მივუძღვენი დღევანდელ ბოლნისს. მის აღორძინებას, მის სილამაზეს. დიდ მადლობას მოვახსენებ სპონსორებს, რომელთა დახმარებითაც გამოიცა წიგნი “.
ნატალი ნოზაძე, კომპანია „არემჯის“ წარმომადგენელი:
„პირველ რიგში, ყველა ბოლნისელს ვულოცავ ბოლნისქალაქობას. დღეს ძალიან ლამაზ ტრადიციას ჩაეყარა საფუძველი და დარწმუნებული ვარ, რომ ყოველ წელს უფრო და უფრო საინტერესო და მრავალფეროვან ღონისძიებებს უმასპინძლებს ბოლნისი. ჩვენმა კომპანიამ, წლევანდელი დღესასწაულის ფარგლებში, დააფინანსა ბატონი პეტრე დანელიას წიგნი, რომელიც საქართველოში გერმანელი კოლონისტების ჩამოსახლების 200 წლის იუბილეს ეძღვნება. ვფიქრობ, რომ ეს თანამშრომლობა ბოლნისის მუნიციპალიტეტთან გაგრძელდება და მომავალი წლის დღესასწაულზე „არემჯი“ სხვა საინტერესო პროექტებსაც დაუჭერს მხარს“.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები