“სააკაშვილი ივანიშვილზე მდიდარია!“

მიხეილ სააკაშვილმა რამდენიმე დღის წინ სოციალურ ქსელში დაწერა, რომ ივანიშვილს კომპენსაციის სახით ხალხისათვის თავისი ქონების დარიგება მოუწევს. „სააკაშვილი ივანიშვილის ექსპროპრიაციით ემუქრება?“ – აღნიშნული კითხვით „ასავალ-დასავალმა“ ყოფილ პოლიტდევნილს, მეცნიერებათა დოქტორს და „დემოკრატიული მოძრაობის“ ერთ-ერთ ლიდერს გიგლა ბარამიძეს მიმართა:

„მე ივანიშვილის ვექილად ვერ გამოვდგები, მაგრამ ის კი ნამდვილად ვიცი, რომ სააკაშვილისა და მისი ბანდას, სხვის ფულზე და კორუფციაზე ლაპარაკის უფლება არა აქვთ. ივანიშვილი ბიზნესმენია და ეს უდღეური სააკაშვილი, რომელიც მთელი ცხოვრება „კეტებით“ დადიოდა, საიდან გახდა მილიარდელი?!

 – თქვენ ამას სრულიად სერიოზულად აცხადებთ?

“სააკაშვილი ივანიშვილზე მდიდარია! იგი 9 წელი ძარცვავდა საქართველოს, 4 მილიარდი დოლარი დახმარების სახით მხოლოდ აგვისტოს ომის შემდეგ შემოუვიდა ქვეყანაში და აქედან ნახევარზე მეტი ჯიბეში ჩაიდო. ივანიშვილისა და „ქართული ოცნების“ დანაშაულია, რომ სააკაშვილი და მისი სექტის წევრები, იმის ნაცვლად, რომ ისინი „ციხის ბალანდას“ მიირთმევდნენ, დღეს კიდევ დიდგულზე არიან.

ჩვენ, რიგითი მოკვდავები, გლდანში გასასვლელად ბენზინის ფულს ვითვლით, ეს საერთაშორისო მაწანწალა სააკაშვილი კი მსოფლიოს გარშემო დატლაშუნობს და ფეშენებელურ სასტუმროებში, ბარებში, რესტორნებსა თუ ბორდელებში ასობით ათას დოლარს ხარჯავს. ვინაა ისეთი მიამიტი, ვისაც ჰგონია სააკაშვილს ის კონგრესმენები და სენატორები, ევროპარლამენტარები თუ მსოფლიო მედიის ლიდერები ლამაზი თვალების გამო უჭერენ მხარს? ეს ყველაფერი მიშიკოს მილიონობით დოლარი უჯდება – სწორედ იმ ფულიდან, რომელიც მან ქართველ ხალხს მოჰპარა!” – წერს გამოცემა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები