შსს-მ უკანონო ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა ამოიღო (ვიდეო)

შსს-ს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ისანი-სამგორის სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 1991 წელს დაბადებული შ.ა. ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის ბრალდებით, თბილისში დააკავეს.

სამართალდამცველებმა, დაკავებულის საცხოვრებელი ბინის ჩხრეკისას, ნაგანის სისტემის ცეცხლსასროლი პისტოლეტი, გადაჭრილი თოფი – ე.წ. აბრეზი და 6 საბრძოლო ვაზნა ამოიღეს.

გამოძიება ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-2 ნაწილით).

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები