მოსამართლემ ოთარ აბესაძე პატიმრობაში დატოვა

თბილისის საქალაქო სასამართლომ თბილისის მერიის ყოფილი თანამშრომელი, ოთარ აბესაძე პატიმრობაში დატოვა.
მოსამართლე ნინო ნაჭყებიამ არ დააკმაყოფილა დაცვის მხარის შუამდგომლობა ქრთამის აღების ბრალდებით დაკავებული მერიის ყოფილი თანამშრომლისთვის აღკვეთის ღონისძიების შეცვლის თაობაზე.
ამასთან, მოსამართლემ საკმარისად არ მიიჩნია დაცვის მხარის მიერ სასამართლოსთვის წარდგენილი ექსპერტიზის დასკვნა, რომელიც აბესაძის ჯანმრთელობის მდგომარეობას ეხებოდა.
დაცვის მხარის შესავალი სიტყვის შემდეგ პროცესი 16 ოქტომბრამდე გადაიდო.
მომდევნო სასამართლო პროცესზე სახელმწიფო ბრალდება საკუთარი მტკიცებულებების გამოკვლევას დაიწყებს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები