მოსკოვის დუმადან მოქალაქეების ევაკუაცია განხორციელდა

მოსალოდნელი აფეთქების შესახებ შესულიცანონიმური ზარის გამო, ადამიანების ევაკუაცია ამჯერად მოსკოვის საოლქო დუმადან განხორციელდა.
სატელეფონო ტერორიზმის ტალღამ რუსეთი 11 სექტემბრის შემდეგ მოიცვა. ყველა „დანაღმული“ ობიექტი სამართალდამცველებმა შეამოწმეს, თუმცა არც ერთ შემთხვევაში აფეთქების საშიშროება არ დადასტურებულა. გასული ორი კვირის განმავლობაში თითქმის ნახევარი მილიონი ადამიანის ევაკუაცია მოხდა, რუსეთის 100 ქალაქზე მეტში, მათ შორის მოსკოვშიც. სახელმწიფოს სტრუქტურებში, 1,2 ათასი შენობის „დანაღმვის“ შესახებ არის შეტყობინებები შესული. სამართალდამცველები აცხადებენ, რომ ცრუ ზარების უკან რუსეთის ოთხი მოქალაქე დგას, რომლებიც საზღვარგარეთ იმყოფებიან, თუმცა მათ რუსეთში თანამზრახველები ჰყავთ. დანაშაულის შედეგად მიყენებული ზარალი უკვე 300 მილიონ რუბლზე მეტს შეადგენს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები