დავით უთმელიძე ამომრჩეველთან შეხვედრებს განაგრძობს

„ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“  საბურთალოს მაჟორიტარობის კანდიდატი დავით უთმელიძე მოსახლეობასთან წინასაარჩევნო შეხვედრებს განაგრძობს.

ამჯერად, მაჟორიტარობის კანდიდატმა, საბურთალოზე სამომავლოდ განსახორციელებელი პროექტების შესახებ  ვაჟა-ფშაველას გამზირის მცხოვრებლებთან ისაუბრა და მათი საჭიროებების შესახებ ინფორმაცია მოისმინა.

დავით უთმელიძემ  ამომრჩეველს შეხვედრაზე  მისვლისთვის მადლობა გადაუხადა და 21 ოქტომბერს საკუთარი არჩევანის დაფიქსირებისკენ მოუწოდა.

 „ჩემო ძვირფასო საბურთალოელებო, 15 დღე დარჩა არჩევნებამდე. კახი კალაძის გუნდს გვჯერა თითოეული თბილისელის! მჯერა, რომ ერთად შევძლებთ სიცოცხლით სავსე ქალაქის შექმნას და ჩვენს ოჯახებთან ერთად ბედნიერ თანაცხოვრებას!“,-განაცხადა „ქართული ოცნების“ მაჟორიტარობის კანდიდატმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები