„ვენეციის კომისიის დასკვნა არის აბსოლუტურად პოზიტიური და აღიარებულია ის ძალიან დიდი პროგრესი, რომელსაც მიაღწია საქართველოს პარლამენტმა საკონსტიტუციო რეფორმის განხორციელების მხრივ“

„ვენეციის კომისიამ საბოლოოდ დაამტკიცა თავისი საბოლოო დასკვნა საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით“,- ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ ვენეციის კომისიის სხდომაზე გამოსვლისას განაცხადა.
ირაკლი კობახიძის თქმით, დოკუმენტი პოზიტიურია და აღიარებულია ის პროგრესი, რომელსაც საკონსტიტუციო რეფორმის განხორციელების მხრივ. საქართველოს საკანონმდებლო ორგანომ მიაღწია.
„დასკვნა არის პოზიტიური. ჩვენ წინასწარ გვქონდა საუბარი იმ დოკუმენტთან დაკავშირებით, რომელიც ერთი კვირით ადრე ვენეციის კომისიის მხრიდან გამოიგზავნა და დაახლოებით, ეს დასკვნა იმ წინასწარ დოკუმენტს შეესაბამება, რომელიც იქნა გამოგზავნილი. დოკუმენტი არის აბსოლუტურად პოზიტიური და აღიარებულია ის ძალიან დიდი პროგრესი, რომელსაც მიაღწია საქართველოს პარლამენტმა საკონსტიტუციო რეფორმის განხორციელების მხრივ.
გარდა ამისა, დღეს არაერთი განცხადება გაკეთდა ვენეციის კომისიის პრეზიდენტის მხრიდან, ასევე, იმ ექსპერტების მხრიდან, რომლებიც წერდნენ დასკვნას საკონსტიტუციო რეფორმასთან დაკავშირებით და მათ უაღრესად დადებითად შეაფასეს საკონსტიტუციო ცვლილებები, მათ აღნიშნეს, რომ ეს ცვლილებები უზრუნველყოფს საქართველოში დემოკრატიული განვითარების პროცესის შეუქცევად გაგრძელებას“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები