მიქაელ ბოტკოველი: ეს არის აბსოლუტური სიბეცე, რომ შეიძლება საპატრიარქოდან გასულიყო მასალა

საიდან შეიძლება საპატრიარქოს ჰქონოდა ეს ინფორმაცია. ჩვენ მხარეს არ წარმოვადგენდით, – ასე უპასუხა პატრიარქის მდივანმა, მიქაელ ბოტკოველმა გავრცელებულ ინფორმაციას იმის თაობაზე, რომ დეკანოზის საქმესთან დაკავშირებით ინფორმაციამ საპატრიარქოდან გაჟონა. მისი თქმით, საპატრიარქოს არ აქვს არანაირი საფუძველი – უნდობლობა გამოუცხადოს გამოძიებას.
„საიდან შეიძლება საპატრიარქოს ჰქონოდა ეს ინფორმაცია. ჩვენ მხარეს არ წარმოვადგენდით. ჩვენ არ გვქონდა უფლება მოგვეთხოვა მასალები, შესაბამისად, არც მოგვითხოვია. მოვრჩეთ ამ თემებზე საუბარს, განაჩენი გამოტანილია, ვინც არ ეგუება ამ განაჩენს, ეს მათი პრობლემაა. ჩვენ მივიღეთ შედეგი ის რაც დადგა, აქედან გამომდინარე, ჩვენ არანაირი საფუძველი არ გვაქვს უნდობლობა გამოვუცხადოთ იმ შედეგს, რაც დადგა”, – განაცხადა ბოტკოველმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები