ირაკლი კობახიძე: ჩვენ გვსურს გვქონდეს კონსტიტუცია, რომელიც თავიდან აგვაცილებს ავტოკრატიას გრძელვადიან პერსპექტივაში

პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ საქართველოს ამჟამინდელი კონსტიტუცია ხელისუფლების განშტოებათა შორის კონტროლისა და ბალანსის პრინციპს არ შეესაბამება.

მისივე თქმით, ამჟამინდელი კონსტიტუცია მთავრობას შესაძლებლობას აძლევს ავტოკრატიული რეჟიმი ჩამოაყალიბოს, მმართველ გუნდს კი სურს ჰქონდეს საქართველოს კონსტიტუცია, რომელიც ავტოკრატიას გრძელვადიან პერსპექტივაში სახელმწიფოს თავიდან ააცილებს.

ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ კომისიის პლენარულ სხდომაზე, საკონსტიტუციო რეფორმაზე საუბრისას განაცხადა.

„ჩვენ დიდ მნიშვნელობას ვანიჭებთ საქართველოს პარლამენტსა და ვენეციის კომისიას შორის თანამშრომლობას. ეს თანამშრომლობა ნამდვილად ნაყოფიერია. საქართველოს ამჟამინდელი კონსტიტუცია არ შეესაბამება ხელისუფლების განშტოებათა შორის კონტროლისა და ბალანსის პრინციპს, რაც გაზიარებული იყო ვენეციის კომისიის მოსაზრებაში. ჩვენი მიზანი იყო კონსტიტუციის კონტროლისა და ბალანსის პრინციპთან შესაბამისობაში მოყვანა, დემოკრატიის გაძლიერება, ადამიანის უფლებების უზრუნველყოფა, კანონის უზენაესობის გაძლიერება. საქართველოს ამჟამინდელი კონსტიტუცია მთავრობას შესაძლებლობას აძლევს ავტოკრატიული რეჟიმი ჩამოაყალიბოს თუ ამის პოლიტიკური ნება იქნება. ჩვენ გვსურს გვქონდეს კონსტიტუცია, რომელიც თავიდან აგვაცილებს ავტოკრატიას გრძელვადიან პერსპექტივაში და გვჯერა, რომ ახალი დოკუმენტი უძლიერეს გარანტიებს იძლევა საამისოდ“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები