ნარმანია „საერთაშორისო გამჭვირვალობის“ კვლევაზე: რაიმე სახის მნიშვნელოვან კანონდარღვევასთან საქმე არ გვექნება

რაიმე სახის მნიშვნელოვან კანონდარღვევასთან ან შეუსაბამობასთან საქმე არ გვექნება, – ამის შესახებ თბილისის მერმა, დავით ნარმანიამ „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ მიერ საკრებულოს საქმიანობის თაობაზე წარმოდგენილი კვლევის თაობაზე განაცხადა.
ნარმანია აცხადებს, რომ კვლევას მოგვიანებით გაეცნობა და ვრცელ შეფასებას ამის შემდეგ გააკეთებს.
„კვლევას არ გავცნობივარ, აუცილებლად გავეცნობი და შემდეგ შევძლებ განცხადების გაკეთებას, თუმცა, რაიმე სახის მნიშვნელოვან კანონდარღვევასთან ან შეუსაბამობასთან საქმე არ გვექნება. ვნახავ კვლევას და მოგვიანებით გავაკეთებ კომენტარს“, – განაცხადა დავით ნარმანიამ.
​ „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო” თბილისის მუნიციპალიტეტის მე-5 მოწვევის საკრებულოს სამწლიან საქმიანობას აფასებს. ანგარიშში წარმოდგენილია ინფორმაცია საკრებულოს მიერ მიღებული მნიშვნელოვანი სამართლებრივი აქტების, მათ შორის მუნიციპალური ქონების გადაცემის თაობაზე, საკრებულოს თანამდებობის პირთა ბიზნესთან კავშირებზე, საკრებულოს წევრთა და მისი სტრუქტურული ერთეულების საქმიანობაზე, საკრებულოს მიერ კონტროლის ფუნქციის განხორციელებასა და ინფორმაციის ხელმისაწვდომობაზე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები