​მიხეილ ჯანელიძე: საქართველოს ევროპული ტრანსფორმაცია და წარმატებული რეფორმები ევროპის სტაბილურობის მნიშვნელოვანი კომპონენტია

საქართველოს ვიცე პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ ევროკავშირის საბჭოს პოლიტიკური და უსაფრთხოების კომიტეტის ელჩებთან შეხვედრა შეაჯამა და საქართველო ევროკავშირის თანამშრომლობის კუთხით ვიზიტის მნიშვნელობას ხაზი გაუსვა:

„ევროკავშირი საქართველოს განიხილავს, როგორც მთავარ პარტნიორს და ჩვენ გვაქვს მჭიდრო არა მხოლოდ პოლიტიკური ასოცირების პროცესი, არამედ უსაფრთხოების სფეროში ძალიან მჭიდრო თანამშრომლობა. ეს არის ის მიმართულება, რომელზეც ჩვენ აქტიურად ვმუშაობთ. ჩვენ ვუახლოვდებით ყველა იმ ინსტიტუტს, რომელიც უზრუნველყოფს ევროპის უსაფრთხოებასა და ევროპის სტაბილურობას, საქართველოს განვითარებას. საქართველოს ევროპული ტრანსფორმაცია და ის წარმატებული რეფორმები, რომელიც ჩვენს ქვეყანაში ხორცილდება არის ერთიანი, უსაფრთხო, სტაბილური ევროპის ძალიან მნიშვნელოვანი შემადგენელი კომპონენტი, ისევე როგორც ძალიან მნიშვნელოვანი ამ რეგიონისთვის”,– განაცხადა მიხეილ ჯანელიძემ.

როგორც მინისტრმა აღნიშნა, შეხვედრაზე ყურადღება  საქართველოში არსებულ გამოწვევებზე, ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ ვითარებასა და  ადამიანის უფლებების მხრივ არსებულ რთულ მდგომარეობაზე გამახვილდა. ხაზი გაესვა ევროკავშირის მნიშვნელოვან როლს კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების პროცესში, მათ შორის განსაკუთრებით აღინიშნა ევროკავშირის მონიტორინგის მისიის საქმიანობა, ასევე ევროკავშირის ჩართულობა  ჟენევის მოლაპარაკებების პროცესში, ასევე ხალხთაშორისი ურთიერთობების აღდგენისა და ომით დაშორიშორებულ მოსახელობას შორის  ნდობის აღდგენის მიმართულებით.

მინისტრმა კომიტეტის მხრიდან აქტიური ჩართულობისა  და საქართველოსთან მიმართებაში მხარდაჭერის შესახებ ისაუბრა და აღნიშნა რომ ეს თანამშრომლობა მომავალში კიდევ უფრო აქტიურ და მჭიდრო ხასიათს მიიღებს : „ჩვენ დღეს კიდევ ერთხელ მივიღეთ სრული მხარდაჭერა და დადასტურება , რომ საქართველო-ევროკავშირის თანამშრომლობა ყველა მიმართულებით, პოლიტიკური, ეკონომიკური, უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობის კუთხით  აქტიურად გაგრძელდება  და გაღრმავდება“.

ვიზიტის ფარგლებში PSC-ის ელჩები ასევე შეხვედრებს გამართავენ საქართველოს პრეზიდენტთან, პრემიერ-მინისტრთან, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრთან,  თავდაცვის მინისტრთან,  პარლამენტის  თავმჯდომარის პირველ მოადგილესთან, ამასთანვე დაგეგმილია შეხვედრა სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებთან.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები