ირაკლი სესიაშვილი ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის 63-ე წლიურ სესიაში მიიღებს მონაწილეობას

ბუქარესტში, ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის რიგით 63-ე წლიური სესია გაიმართება. აღნიშნულ ღონისძიებაზე, ალიანსის წინაშე არსებული გამოწვევები და რუსეთთან ურთიერთობა, ასევე  შავი ზღვის რეგიონის უსაფრთხოების თემები განიხილება.

ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედ  დელეგაციას  ირაკლი სესიაშვილი ხელმძღვანელობს.  დელეგაციაში ასევე  ირაკლი ბერაია და სერგი კაპანაძე შედიან.

აღსანიშნავია, რომ საქართველომ, მიმდინარე წლის მაისში ასამბლეის საგაზაფხულო სესიას უმასპინძლა, რაც, თავის მხრივ, ისტორიული მოვლენა იყო არამხოლოდ საქართველოსთვის, არამედ ასამბლეისთვისაც, რადგანაც საქართველო  ალიანსის რიგით 5-ე არაწევრი ქვეყანა გახდა, რომელიც ასამბლეის სესიას მასპინძლობდა.

სესია 6-9 ოქტომბერს გაიმართება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები