კახა კალაძე: რამდენიმე დღეში ვგეგმავთ განათლების პოლიტიკის პრეზენტაციას, თუ როგორი იქნება მერიის მხრიდან პედაგოგების ხელშეწყობა

არის იდეა, რომ თბილისში მოეწყოს 5 ძალიან დიდი სასწავლებელი – ე.წ. ედუპარკი და ჩვენ ამ პროექტსაც წარვადგენთ, – ამის შესახებ „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ თბილისის მერობის კანდიდატმა, კახა კალაძემ საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის მიერ ორგანიზებულ მასწავლებლის მსოფლიო დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე განაცხადა.
მისი თქმით, რამდენიმე დღეში იგეგმება განათლების პოლიტიკის პრეზენტაცია. როგორც კახა კალაძემ აღნიშნა, პრეზენტაციაში აღწერილია, თუ როგორი იქნება მერიის მხრიდან პედაგოგების ხელშეწყობა. კახა კალაძე მასწავლებლებს თბილისის განვითარების პროგრამულ ხედვაზე ესაუბრა და ქალაქში დაგეგმილი პროექტები გააცნო.
„პედაგოგის პროფესია განსაკუთრებული მნიშვნელობისაა. რა თქმა უნდა, პატივს ვცემ ყველა პროფესიას, მაგრამ თქვენ ბრძანდებით ადამიანები, რომლებსაც ყოველდღიური შეხება აქვთ ჩვენს მომავალ თაობებთან, ჩვენს შვილებთან, სწორედ ამიტომ, თქვენი როლი განსაკუთრებულია მათ აღზრდაში. ამისათვის დიდი მადლობა მინდა გადაგიხადოთ თითოეულ თქვენგანს“, – მიმართა პედაგოგებს კახა კალაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები