მამუკა მდინარაძე: პრეზიდენტის ვეტოს იმ შემთხვევაში გავიზიარებთ, თუკი ვეტოს სხვა საკითხები დაემატება
„პრეზიდენტის ვეტოს იმ შემთხვევაში გავიზიარებთ, თუკი ვეტოს სხვა საკითხები კიდევ დაემატება“, – ამის შესახებ საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
მისივე განმარტებით, მმართველი გუნდის პოზიცია უცვლელია და მათ ამის შესახებ პრეზიდენტს გუშინდელ შეხვედრაზე გააცნეს.
„ვენეციის კომისიასთან შეთანხმებული საკითხების ვეტოში ასახვის შემთხვევაში, რაზეც პრაქტიკულად კონსენსუსიც არსებობს და ეს პრეზიდენტმაც დაადასტურა, პრეზიდენტის ვეტოს გავიზიარებთ.
იმ შემთხვევაში, თუკი ვეტოს სხვა საკითხები კიდევ დაემატება, ბუნებრივია, ვეტოს დავძლევთ. პრეზიდენტს დამატებით საკითხთან დაკავშირებით გუშინაც ვუთხარით, რომ თუ მის მოტივირებულ შენიშვნებს სხვა საკითხები დაემატებოდა და საუბარია, ვენეციის კომისიაში უკვე შეთანხმებულ საკითხებზე, ამ შემთხვევაში, ვეტოს დავძლევდით, ხოლო თუ პრეზიდენტი მმართველი გუნდის შეთავაზებას გაითვალისწინებდა, რომ თავის ვეტოში მხოლოდ იმ საკითხებზე ემსჯელა, რომელზეც აბსოლუტურად ყველა თანხმდება, ამ შემთხვევაში ვეტოს გაზიარებაზე ვიფიქრებდით“, – განაცხადა მდინარაძემ.
მისივე თქმით, პრეზიდენტს გადაწყვეტილების მიღებისთვის დრო 10 ოქტომბრამდე აქვს.
მმართველი გუნდი პრეზიდენტს მოტივირებულ შენიშვნებში მხოლოდ ორ წინადადების საკითხის წარდგენას სთხოვს.
კერძოდ, ესენია – 2020 წელს ბლოკების ერთჯერადად დაშვება და 2024 წლისთვის ე.წ. ბონუსს სისტემის გაუქმება.