ე.წ. ციანიდის საქმის ადვოკატებმა საქალაქო სასამართლოს განაჩენი გაასაჩივრეს

ე.წ. ციანიდის საქმის ადვოკატებმა საქალაქო სასამართლოს მიერ გამოტანილი განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრეს.
ადვოკატებმა სარჩელი ცოტა ხნის წინ შეიტანეს. როგორც უფლებადამცველმა, გიორგი ფანცულაიამ ჟურნალისტებს განუცხადა, ყველა მოწმის ჩვენება და მტკიცებულება ადასტურებს, რომ მოსამართლე ბესიკ ბუგიანიშვილის განაჩენი უსაფუძვლოა.
„ყველამ ნახა თუ როგორ მიდიოდა სასამართლო პროცესები. ყველა მოწმის დაკითხვა, ყველა მტკიცებულება აბსოლუტურად ადასტურებს, რომ დეკანოზის მიმართ წარდგენილი განაჩენი უსაფუძვლოა. იგივე ანგარების ბრალდებასთან დაკავშირებით, ბესიკ ბუგიანიშვილის გადაწყვეტილებაში აბსურდთან ერთად ლოგიკასაც ვეღარ ვხედავთ“, – განაცხადა ფანცულაიამ.
შეგახსენებთ, დეკანოზ გიორგი მამალაძეს განზრახ მკვლელობის მომზადებაში დაედო ბრალი, მას 9 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები