თამარ ჩუგოშვილი: ოპოზიციის შემუშავებულ დოკუმენტში არსებულ საკთხებს ვერ გავიზიარებთ

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე თამარ ჩუგოშვილი დღეს, პრეზიდენტთან შეხვედრის საკითხს გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ოპოზიციის შემუშავებულ დოკუმენტში არსებული საკითხების უმრავლესობას მმართველი გუნდი არ იზიარებს, ამიტომ კონსენსუსზე საუბარი ზედმეტია.
“ის ცვლილებები, რომლებიც უნდა შევიდეს უკვე მიღებულ კონსტიტუციაში ამის ასახვა და მხოლოდ ამ ორი საკითხის ასახვა ვეტოში შეიძლება იყოს კარგი გზა იმისთვის, რომ დროულად შევიდეს ეს ცვლილებები ძალაში. საკითხები რაც არის ოპოზიციის შემუშავებულ დოკუმენტში ასახულ ამაზე ჩვენი პოზიცია ცნობილია, უმრავლესობა მათგანს ვერ გავიზიარებთ. შესაბამისად კონსენსუსზე საუბარი ზედმეტია”, – განაცხადა ჩუგოშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები