გიორგი კახიანი: ვიმედოვნებ, რომ პრეზიდენტი მიიღებს იმ პრაგმატულ გადაწყვეტილებას, რომელიც მხარდაჭერილია ვენეციის კომისიის დასკვნითაც

საპროცედურო საკითხთა კომისიის თავმჯდომარე გიორგი კახიანი დღეს, პრეზიდენტთან საპარლამენტო უმრავლესობის გასამართ შეხვედრას გამოეხმაურა.
თავმჯდომარე იმედოვნებს, რომ პრეზიდენტი პრაგმატულ გადაწყვეტილებას მიიღებს.
მისივე თქმით, ეს იქნება ბლოკებთან და ბონუსურ სისტემასთან დაკავშირებული კონკრეტული შეთავაზებები.
„გამოვთქვამ იმედს, რომ პრეზიდენტი მიიღებს პრაგმატულ გადაწყვეტილებას, იმ გადაწყვეტილებას, რომელიც მხარდაჭერილია ვენეციის კომისიის დასკვნითაც, რომელსაც ჩვენც გავითვალისწინებთ ვეტოს შემთხვევაში. პრეზიდენტის პრაგმატული დამოკიდებულების შემთხვევაში, ამ ცვლილებების ასახვა კონსტიტუციაში შესაძლებელი იქნება მიმდინარე თვესვე. თუ ეს ასე არ მოხდა, ასეთ შემთხვევაში, ჩვენ მაინც განვახორციელებთ ამ ცვლილებებს, უბრალოდ, ამას დასჭირდება დრო და ეს ცვლილებები განხორციელდება საგაზაფხულო სესიაზე”,- განაცხადა კახიანმა.
საპარლამენტო უმრავლესობა პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილთან გასამართ შეხვედრაზე შვიდი დეპუტატით იქნება წარმოდგენილი. პრეზიდენტის ადმინისტრაციაში შეხვედრა 16:00 საათზეა ჩანიშნული.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები