თემურ ლაჭყებიანი: თბილისის მერიის ცხოველთა დაცვის სამსახურში ხორციელდება ცხოველთა დახოცვა

რამდენიმე ხნის წინ, ქუთაისში ცხოველთა დაცვის სამსახურში შეძენილი ჰქონდათ ინგლისური მარილი, რომლითაც იხოცებიან ცხოველები, ამ ეტაპზე მარილი შეძენილი იქნა თბილისის ცხოველთა თავშესაფრისთვისაც, – ამის შესახებ „კვირას” პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე ცხოველთა დაცვის ფედერაციის თავმჯდომარემ თემურ ლაჭყებიანმა განაცხადა.
ლაჭყებიანის ინფორმაციით, ცხოველთა განადგურების მიზნით თბილისსა და ქუთაისში ეტაპობრივად შეიძინეს ინგლისური მარილი. ლაჭყებიანი შეძენილი მარილის რაოდენობასაც ასახელებს.
„თბილისის მერიის ცხოველთა თავშესაფარს მარილი შეძენილი აქვთ ძაღლების და კატების გასანადგურებლად, 200 ძაღლიანი თავშესაფარი ყიდულობს საშუალებას, რომელიც გაანადგურებს 17 000 ძაღლს და კატას, ის თანხა, რაც არის გადახდილი ბიუჯეტიდან არის წყალში გადაყრილი, ამ საშუალებით ანადგურებენ ცხოველებს, თავდაპირველად მოსაჩვენებლად უკეთებენ ოპერაციას. აქ მე მაქვს დოკუმენტები, სადაც არის ასახული თუ რამდენი ერთეული ინგლისური მარილი იყო შესყიდული.ეს დაწესებულება არის ცხოველთა მონიტორინგის სამსახური, რომელიც არის მერიის ცხოველთა თავშესაფარი”, – განაცხადა თემურ ლაჭყებიანმა „კვირას” პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები