მამუკა მდინარაძე: პრეზიდენტს შეუძლია მიიღოს გადაწყვეტილება და თავისი უფლებამოსილების ფარგლებში სწორად იმოქმედოს

ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, მამუკა მდინარაძის განცხადებით, პრეზიდენტს შეუძლია, ვენეციის კომისიის რეკომენდაციების გათვალისწინებით, მიიღოს გადაწყვეტილება და თავისი უფლებამოსილების ფარგლებში იმოქმედოს სწორად. მდინარაძემ შესაბამისი კომენტარი დღეს, პრეზიდენტის ადმინისტრაციაში დაგეგმილ შეხვედრაზე საუბრისას გააკეთა.
„ბონუსების სისტემისა და ბლოკების სისტემის გაუქმებასთან დაკავშირებულ საკითხებს ეთანხმებოდა აბსოლუტურად ყველა და მასზე საყოველთაო კონსენსუსი შედგა. ახლა ჯერი პრეზიდენტზეა. მას შეუძლია, ვენეციის კომისიის რეკომენდაციების გათვალისწინებით, რომელთა გათვალისწინებაც მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ ვერ მოხერხდა, რომ ეს მოხდა მესამე მოსმენის წინ, მიიღოს გადაწყვეტილება და თავისი უფლებამოსილების ფარგლებში, იმოქმედოს სწორად. შემდეგ ძალიან დაჩქარებულ რეჟიმში ეს საკითხებიც გავითვალისწინოთ და აისახოს კონსტიტუციაში. წინააღმდეგ შემთხვევაში, ჩვენ ნებისმიერ შემთხვევაში ვაპირებთ, რომ ეს ცვლილებები შევიტანოთ, ოღონდ ეს იქნება ოდნავ ხანგრძლივი პროცესი“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია, საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტთან დაკავშირებით, „ქართულ ოცნებასთან“ შეხვედრის კონკრეტულ თარიღს ასახელებს და მმართველ პარტიას პრეზიდენტთან შესახვედრად 4 ოქტომბერს, 16:00 საათზე პრეზიდენტის სასახლეში იწვევს. როგორც ცნობილია, პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე, უცხოეთში დაგეგმილი ვიზიტის გამო, აღნიშნულ შეხვედრას არ ესწრება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები