პრეზიდენტის ადმინისტრაციის „ქართულ ოცნებასთან” შეხვედრა დღეს არის დაგეგმილი

საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტთან დაკავშირებით, „ქართულ ოცნებას” დღეს, 16:00 საათზე პრეზიდენტის სასახლეში შეხვდება.

როგორც პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსმა, გიორგი აბაშიშვილმა განაცხადა, გარკვეული სპეკულაციების დასამთავრებლად, „ქართული ოცნების” და უმრავლესობის ლიდერები ღიად არიან მოწვეულნი პრეზიდენტთან შეხვედრაზე.
„სამწუხაროდ, არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც ხდება მარტივი სიტუაციების გართულება და ესეა ახლაც. თითქმის კვირაზე მეტია, საქართველოს პრეზიდენტი აცხადებს, რომ მზად არის ასეთი შეხვედრისათვის. პრეზიდენტი ყოველთვის ღიაა უმნიშვნელოვანეს პოლიტიკურ საკითხებზე საკომუნიკაციოდ ყველა პოლიტიკურ პარტიასთან, მათ შორის, ცხადია, „ქართულ ოცნებასთან”, მაგრამ კვლავ ადგილი აქვს სპეკულაციას, მიუხედავად იმისა, რომ სხვა კომუნიკაციაც იყო. სწორედ, ამ სპეკულაციების დასასრულებლად მინდა, ძალიან ღიად განვაცხადო და ღიად მოვიწვიო „ქართული ოცნების” და უმრავლესობის ლიდერები პრეზიდენტთან შეხვედრაზე”, – განაცხადა პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსმა, გიორგი აბაშიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები