ალეკო ელისაშვილმა თბილისის საკრებულო დატოვა

დამოუკიდებელმა დეპუტატმა ალეკო ელისაშვილმა თბილისის საკრებულო დატოვა. როგორც მან დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, გადაწყვეტილების მიზეზი 29 სექტემბერს საკრებულოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებაა.
„შეიძლება არასერიოზულად გამოიყურებოდეს, როცა ამ მოწვევის საკრებულო სამ კვირაში ასრულებს თავის მუშაობას, მაგრამ მაიძულეს, რადგან საკრებულო ერთი ადამიანის ბეჭდის დამრტყმელ ორგანოდ იქცა”, – განაცხადა ელისაშვილმა.
მისი თქმით, განცხადება საკრებულოს თავმჯდომარის სახელზე უკვე დაწერა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები