ავთანდილ ცინცაძე, სოფელ დიღომში მოსახლეობას შეხვდა (ფოტოკოლაჟი)
პოლიტიკური პარტია „ქართული ოცნების“ საბურთალოს რაიონის მე-4 საარჩევნო ოლქის მაჟორიტარობის კანდიდატი ავთანდილ ცინცაძე, სოფელ დიღომში ვაჟა ფშაველას, ისიდორე დოლიძისა და იან ჰომერის ქუჩების მცხოვრებლებს შეხვდა.
ავთანდილ ცინცაძე მათ საჭიროებებს ადგილზე გაეცნო და ადგილობრივებს სამომავლო გეგმებზე ესაუბრა. როგორც შეკრებილებმა შეხვედრისას განაცხადეს, მათ უბანში, ფაქტობრივად, არ არსებობს საგზაო ინფრასტრუქტურა, ასევე მოსაგვარებელია მუნიციპალური ტრანსპორტისა და სკვერების, სათამაშო მოედნების კეთილმოწყობის საკითხი.
თავის მხრივ, ავთანდილ ცინცაძემ ადგილობრივებს დახმარება აღუთქვა და განაცხადა, რომ არჩევნებში გამარჯვებისთანავე ძალისხმევას არ დაიშურებს არსებული პრობლემების გადასაჭრელად.
„კახა კალაძის საარჩევნო პროგრამაში, მნიშვნელოვანი ადგილი უკავია იმ საკითხების მოგვარებას, რომლებიც დღეს მოვისმინეთ ადგილობრივებისგან, მათ შორის სპორტული მოედნების მოწყობას, ყველამ კარგად ვიცით კახა კალაძის დამოკიდებულება ჯანსაღი ცხოვრების წესთან და ზოგადად სპორტთან. პირობას ვდებ, რომ გამარჯვებისთანვე ჩემი კომპეტენციის ფარგლებში გავაკეთებ ყველაფერს რათა პრობლემები დაუყონებლივ და ეფექტურად იქნას გადაჭრილი“, – აღნიშნა ავთანდილ ცინცაძემ.