კობა ნარჩემაშვილი: „პატრიოტთა ალიანსის” მოსკოვში ვიზიტი არის უარყოფითი ფაქტი

ეს ადამიანები, რომ არ იყვნენ პოლიტიკოსები მათი ვიზიტი მოსკოვში არ აღიქმებოდა უარყოფითად, – ამის შესახებ „კვირას” პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, კობა ნარჩემაშვილმა განაცხადა.
ნარჩემაშვილი „პატრიოტთა ალიანსის” მოსკოვში ვიზიტს ნეგატიურად აფასებს და მიაჩნია, რომ ქართველი პოლიტიკოსების მხრიდან მსგავსი სახის ნაბიჯი მიუღებელია.
„პატრიოტთა ალიანსის” მოსკოვში ვიზიტი არის უარყოფითი ფაქტი, ეს რომ ყოფილიყო ჩვეულებრივი ადამიანების ვიზიტი, არაფერი საგანგაშო არ იქნებოდა, მაგრამ როცა პარლამენტის წევრები და პოლიტიკოსები ჩადიან იმ ქვეყანაში, რომელთანაც ჩვენ არანაირი დიპლომატიური ურთიერთობები არ გვაქვს ეს არის უარყოფითი ფაქტი”, – განაცხადა ნარჩემაშვილმა „კვირას” პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები