კობა ნარჩემაშვილი: შრომის უსაფრთხოების მდგომარეობა ხშირ შემთხვევაში არის საგანგაშო

ჩვენ ვაყენებთ ინიციატივას, რომლის მიხედვითაც, შრომის უსაფრთხოების საკითხი პარლამენტის მხრიდან უფრო მეტად უნდა დარეგულირდეს, – ამის შესახებ „კვირას” პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, კობა ნარჩემაშვილმა განაცხადა.
მისივე ინფორმაციით, პარლამენტი შრომის უსაფრთხოების საკითხზე მუშაობს. როგორც ნარჩემაშვილი აცხადებს, შრომის უსაფრთხოების თვალსაზრისით, ინიციატივა უკვე გადაეგზავნა კომიტეტს.
„შრომის უსაფრთხოების მდგომარეობა ხშირ შემთხვევაში არის საგანგაშო. მე ვთვლი, რომ ეს კანონი, რაც არსებობს შეიძლება ფორმალური ნიშნით ირღვეოდეს საჯარო სამსახურებშიც. ჩვენს მიერ კანონის გაუმჯობესების ინიციატივა გადაეგზავნა კომიტეტს. ჩვენ ვთვლით, რომ უნდა იყოს მაქსიმალურად დაცული დასაქმებულის უფლებები, ისე, რომ დამსაქმებლისაც არ შეიზღუდოს. მე ვთვლი, რომ ფორმალური ნიშნით, ეს კანონი ირღვეოდეს საჯარო სამსახურშიც, მაგალითად, ჩვენმა მაშველებმა სრულიად არანორმატიული სამუშაო გაწიეს ბორჯომის ხეობაში. რაც შეეხება კერძო სექტორს, აქ სულ არ არის დარეგულირებული. ჩვენი სურვილია, ეს კანონით დარეგულირდეს, მაგრამ ისე არა, რომ შემდეგ ყოველ ფეხის ნაბიჯზე ირღვეოდეს. მე ვთვლი, რომ 37-ე მუხლი არ უნდა იყოს ამოღებული კანონიდან, რადგან ეს მუხლი გვეუბნება, რომ ობიექტური გარემოებებიდან გამომდინარე, დამსაქმებელს შეუძლია დაითხოვოს დასაქმებული, ეს თუ არ იქნება სამართლიანი არსებობს ამისთვის სასამართლო”, განაცხადა ნარჩემაშვილმა „კვირას” პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები