სოფიო ქაცარავას ხელმძღვანელობით, პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაცია ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის საშემოდგომო სესიაში მიიღებს მონაწილეობას

3-5 ოქტომბერს, ანდორას დედაქალაქ ანდორა ლა ველაში, ევროპის უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციის(ეუთო) საპარლამენტო ასამბლეის რიგით მე-16 საშემოდგომო სესია გაიმართება.
საერთაშორისო საპარლამენტო ფორუმის მუშაობაში საქართველოს პარლამენტიდან მონაწილეობას მუდმივმოქმედი დელეგაციის ხელმძღვანელი, სოფიო ქაცარავა და საპარლამენტო ასამბლეის ვიცე-პრეზიდენტი, გიორგი წერეთელი მიიღებენ.
საშემოდგომო სესიის მთავარ თემას – „უსაფრთხოება ეუთოს სივრცეში: ახალი გამოწვევები, ახალი ამოცანები“ წარმოადგენს, რომლის ფარგლებში ეუთოს წევრი ქვეყნების საპარლამენტო დელეგაციები ხმელთაშუა ზღვის ფორუმზე, საკომიტეტო სხდომაზე და საპარლამენტო კონფერენციაზე იმსჯელებენ.
პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაციის ხელმძღვანელი სოფიო ქაცარავა საპარლამენტო ასამბლეის ეგიდით გამართულ ღონისძიებებში მონაწილეობის პარალელურად, სხვადასხვა ქვეყნის საპარლამენტო დელეგაციის წევრებთან ორმხრივ შეხვედრებს გამართავს, რომლებზეც საქართველოში მიმდინარე დემოკრატიული რეფორმების მნიშვნელობა, ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებების დაცვის საკითხებში ეუთოს ინსტრუმენტების გაძლიერების შესაძლებლობები იქნება განხილული.
საშემოდგომო სესიის ფარგლებში, სოფიო ქაცარავა, როგორც ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის მეორე კომიტეტის  ეკონომიკურ საკითხთა, მეცნიერების, ტექნოლოგიებისა და გარემოს დაცვის კომიტეტის მომხსენებელი, სხვადასხვა ფორმატის შეხვედრებში მიიღებს მონაწილეობას.
ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის ფარგლებში, სოფიო ქაცარავას ინიციატივით, მთავრობის ადმინისტრაციის ადამიანის უფლებების სამდივნოსთან ერთად გაიმართება პარალელური ღონისძიება: „ადამიანის ფუნდამენტური უფლებები და უსაფრთხოების საკითხები საქართველოში“, რომელიც მოიცავს საქართველოში გატარებულ და მიმდინარე რეფორმებს და ქვეყნის წინაშე მდგარ გამოწვევებს-ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ ვითარებას ადამიანის უფლებების დაცვის სფეროში.
ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის საშემოდგომო სესია 3 ოქტომბერს, ანდორას პარლამენტის თავმჯდომარის, ვიჩენცო მატეუზამორის, ქვეყნის პრემიერ-მინისტრის, ანტონი მარტი პეტის და საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტის, კრისტინე მუტონენის მისასალმებელი სიტყვით გაიხსნება და 5 ოქტომბრის ჩათვლით იმუშავებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები