სოფელ კუმურდოში ვითარების გასარკვევად კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს ხელმძღვანელი ჩავიდა

ახალქალაქის რაიონის სოფელ კუმურდოში, ვითარების გასარკვევად, შს მინისტრის შემდეგ, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს ხელმძღვანელი, ნიკოლოზ ანთიძე ჩავიდა. როგორც ანთიძემ განაცხადა, , მისთვის გაუგებარია, რატომ შეიძლებოდა მომხდარიყო დაპირისპირება, რადგან აღნიშნულ კულტურულ ძეგლზე ორი წელია, სარესტავრაციო სამუშაოები უპრობლემოდ მიმდინარეობს. „მეორე წელიწადია, აქ მუშაობა მიდის და არანაირი პრობლემა არ ყოფილა და არ ვიცი, ახლა რატომ მოხდა.
ამიტომ ჩამოვედი ზუსტად, რომ გამერკვია ყველაფერი დეტალებში.
უპრობლემოდ მუშაობდნენ და მე ვფიქრობ, რომ უპრობლემოდვე გაგრძელდება მუშაობა“, – განაცხადა ნიკოლოზ ანთიძემ. შეგახსენებთ, რომ დაპირისპირება სოფელ კუმურდოში მე-10 საუკუნის ტაძრის რესტავრაციის გამო დაიწყო, რომელიც კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია. ძეგლს დაცვის პოლიცია იცავს.
ადგილობრივების ნაწილმა კულტურის სამინისტროს ბალანსზე არსებულ ტერიტორიაზე, რომელსაც დაცვის პოლიცია იცავს, შეღწევა და ქვა-ჯვრის აღმართვა სცადა, თუმცა პოლიციის თანამშრომლებმა მათ ამის საშუალება არ მისცეს. დაპირისპირების შედეგად, ნაცემი და დაშავებულია დაცვის პოლიციის რამდენიმე თანამშრომელი. ვითარების გასარკვევად, ადგილზე შს მინისტრი გიორგი მღებრიშვილი ჩავიდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები