საქველმოქმედო მატჩიდან 403 214 ლარი შეგროვდა

 

საქველმოქმედო მატჩი “მსოფლიო XI -ის” სასარგებლოდ ანგარიშით 6-5 დასრულდა. შეხვედრა „დინამო არენაზე“ გაიმართა და მასში მსოფლიოში სახელგანთქმულ ფეხბურთელებთან ერთად ქართველმა ფეხბურთელებმაც ითამაშეს.
მატჩში გოლები შემდეგმა ფეხბურთელებმა გაიტანეს: GFF XI – ალექსანდრე იაშვილი, კაფუ, კევინ კურანი, გიორგი დემეტრაძე და ანდრეი შევჩენკო; “მსოფლიო XI”: ლუკა ტონი (დუბლი), მიჩელ სალგადო, რივალდო, ფრანჩესკო ტოტი და მარკო დელვეკიო. მატჩიდან შემოსული თანხა მთლიანად ბორჯომის ხეობაში ხანძრის შედეგად განადგურებული ტყე-პარკის აღდგენას მოხმარდება.

მსოფლიო ფეხბურთის ვარსკვლავებს შორის გამართული მატჩის შედეგად 403 214 ლარი შეგროვდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები